ბარსელონასა და ინტერს შეუძლიათ თავდამსხმელების გაცვლა

 ბარსელონასა და ინტერს შეუძლიათ თავდამსხმელების გაცვლა
Digiqole Ad

მილანის ინტერის თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი კვლავ ბარსელონას სამიზნე გახდა.

კატალონიურ კლუბს ზაფხულში თავდასხმის ხაზის გაძლიერების იმედი აქვს და ამ ამოცანის ერთ-ერთ კანდიდატად არგენტინელ თავდამსხმელს განიხილავს.

Sport. წყაროს ცნობით, ინტერი მზადაა შეამციროს ლაუტაროსთვის მოთხოვნილი თანხა, თუ გარიგებაში შედის მემფის დეპაი, რომელიც, ჭორების თანახმად, ბარსელონას ზაფხულში დატოვებს.

Transfermarkt 24 წლის ლაუტარო მარტინესს 70 მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო 28 წლის მემფის დეპაის 45 მილიონ ევროდ.