ბარელას ტრანსფერში ინტერი ლივერპულს 90 მილიონ ევროს სთხოვს
ბარელას ტრანსფერში ინტერი ლივერპულს 90 მილიონ ევროს სთხოვს.
“ლივერპული” “ინტერის” ნახევარმცველის, ნიკოლო ბარელას შეძენით არის დაინტერესებული.
Calciomercato-ს ცნობით, მილანურ კლუბს იტალიის ნაკრების ფეხბურთელის გაყიდვიდან მინიმუმ 90 მილიონი ევროს მიღება სურს.
ინგლისური კლუბი მზადაა, ნახევარმცველის სატრანსფერო საფასურის შემცირების მიზნით, გაცვლაზე თავისი გუნდის მოთამაშე ნაბი კეიტა შესთავაზოს.
როგორც ამბობენ, ლივერპულის მწვრთნელი იურგენ კლოპი აღფრთოვანებულია 25 წლის ბარელას თამაშით.