ბარელამ ინტერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

 ბარელამ ინტერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ნიკოლო ბარელა

Digiqole Ad

ბარელამ ინტერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ინტერის ნახევარმცველმა ნიკოლო ბარელამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, იუწყება მილანელთა ოფიციალური საიტი.

27 წლის იტალიელის ახალი ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ბარელა ინტერში 2019 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში ნახევარმცველმა ყველა შეჯიბრში შავ-ლურჯთა შემადგენლობაში 48 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.

პორტალი Transfermarkt ფეხბურთელის ღირებულებას 80 მილიონ ევროდ აფასებს.