ბარელა: “სტანკოვიჩი ყოველთვის შთამაგონებდა”

 ბარელა: “სტანკოვიჩი ყოველთვის შთამაგონებდა”

ნიკოლო ბარელა

Digiqole Ad

ბარელა: “სტანკოვიჩი ყოველთვის შთამაგონებდა”

ინტერის ნახევარმცველმა ნიკოლო ბარელამ სერია A-ს მე-12 ტურის მატჩში სამპდორიასთან გამარჯვების (3:0) შესახებ ისაუბრა და ასევე აღიარა, რომ მეტოქის მთავარი მწვრთნელი დეიან სტანკოვიჩი ყოველთვის შთააგონებდა მას.

ჩვენ კარგად ვთამაშობთ იმ მექანიზმების წყალობით, რაც გვაკლდა უფრო ლამაზია ფეხბურთის თამაში, ასეთი შემართებით, ასეთი სურვილით. ყველასთვის ადვილია ასეთი ენთუზიაზმით თამაში. სტანკოვიჩი? მე შემიძლია მხოლოდ წარმატებები ვუსურვო მას ამ თავგადასავალში, ის ყოველთვის შთამაგონებდა მას შემდეგ, რაც ფეხბურთის თამაში დავიწყე.

ნიკოლო ბარელა

შეგახსენებთ, რომ სათამაშო კარიერის განმავლობაში სტანკოვიჩი 10 წლის განმავლობაში იცავდა ინტერის ფერებს. ნერაძურის შემადგენლობაში სერბმა ნახევარმცველმა 326 მატჩი ჩაატარა, 42 გოლი გაიტანა და 55 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ამ გამარჯვების შემდეგ მილანელთა გუნდმა 24 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ინტერი 6 ნოემბერს იუვენტუსთან გამართავს.