ბალოტელი: “მე მიყვარს მილანი, მაგრამ ინტერის ვალში ვარ”

 ბალოტელი: “მე მიყვარს მილანი, მაგრამ ინტერის ვალში ვარ”
Digiqole Ad

ბალოტელი: “მე მიყვარს მილანი, მაგრამ ინტერის ვალში ვარ”

საკანდალურმა იტალიელმა ფეხბურთელმა მარიო ბალოტელიმ ინტერვიუ მისცა, სადაც მას ჰკითხეს, თუ ვის ქომაგობს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, რომელშიც მის ორ ყოფილ კლუბი – ინტერსა და მილანს დაუპირისპირდება იქენბა. ბალოტელიმ პასუხის გაცემას თავი აარიდა, მაგრამ ნათლად აჩვენა, რომ ინტერს ბევრი ვალი აქვს.

მე მილანისტა ვარ, მაგრამ კარიერის მხრივ ინტერის ვალში ვარ. მიყვარდა ეს კლუბი, ახლაც მიყვარს, მას სჯეროდა ჩემი, ყველაფერი მასიმო მორატის მმართებს.

მარიო ბალოტელი

შეგახსენებთ, რომ ბალოტელი ინტერში 2007 წლიდან 2010 წლამდე თამაშობდა, ახლა კი შვეიცარიულ სიონში თამაშობს.

სიონის ფორვარდმა მარიო ბალოტელმა ისაუბრა მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობაზე ინტერში მუშაობის დროს.

მოურინიოსთან გამკლავება ადვილი არ არის, ისევე როგორც ჩემთან. ერთხელ, კატანიაში გაფრენამდე, აეროპორტში მიმავალ ავტობუსში ვიჩხუბეთ. მან მაიძულა ავტობუსიდან გადმვოსულიყო და სახლში მანქანით წავსულიყავი. მაგრამ მე მომწონდა ინტერი, ეს კლუბი ჩემთვის მაინც ბევრს ნიშნავს

მარიო ბალოტელი

მოურინიო შავ-ლურჯებს 2008 წლიდან 2010 წლამდე ხელმძღვანელობდა. ინტერში ყოფნის დროს პორტუგალიელმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა, იტალიის თასი და სუპერთასი, ასევე ორჯერ მოიგო სერია A-ს ოქროს მედლები.