ასლანი: “იოლი მატჩი არ იყო გაგვიჭირდა, როგორც ერთი წლის წინ ემპოლისთან “
ასლანი: “იოლი მატჩი არ იყო გაგვიჭირდა, როგორც ერთი წლის წინ ემპოლისთან “
“ინტერმა” დიდი გაჭირვებით გადალახა “პარმას” ბარიერი კოპა იტალიის მერვედფინალის მატჩში, “ნერაძურის” დამატებითი დრო დასჭირდა, რათა “ჯვაროსნები” დაემარცხებინათ. მილანური კლუბის ალბანელმა ნახევარმცველმა კრისტიან ასლანიმ მატჩის შედეგებზე კომენტარი გააკეთა, მან გაიხსენა შარშანდელი დაპირისპირება ემპოლისთან, რომელშიც ინტერმაც დიდი გაჭირვებით, დამატებით დროში მოიგო.
რა თქმა უნდა, გვიხარია, რომ უფრო შორს წავედით. მაგრამ ეს არ იყო ადვილი, როგორც ეს იყო შარშან ემპოლისთან. პარმა თავს კარგად იცავდა, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ უკან დაბრუნება. მოედანხე მცირე თავისუფალი ადგილი იყო. მეორე ტაიმში ცოტა მეტი სივრცეები გაჩნდა. ყოველთვის ვცდილობ გუნდისთვის გავაკეთო მაქსიმუმი.
კრისტიან ასლანი
