არსენალმა განაახლა ინტერესი ლაუტარო მარტინესის მიმართ

 არსენალმა განაახლა ინტერესი ლაუტარო მარტინესის მიმართ
სმარტუნიონი

ჟურნალისტ ეკრემ კონურის თქმით, არსენალმა განაახლა ინტერესი ლაუტარო მარტინესის მიმართ “მეთოფეები” მზად არიან 24 წლის ბომბარდირის ტრანსფერისთვის სოლიდური თანხა გამოყოს. ბრიტანელები მარტინესისთვის მილანელებს 60 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.

არგენტინელ თავდამსხმელს, ლაუტარო მარტინესს, რომელიც საკლუბო დონეზე თამაშობს მილანის “ინტერში”, აქვს არჩევანი გააგრძელოს კარიერა ინგლისში. ფეხბურთელის შეძენით ლონდონის არსენალია დაინტერესებული.

“მეთოფეებმა” განაახლეს ინტერესი მოთამაშის მიმართ მათი ლიგის პოზიციის გამო. არსენალს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი აქვს, რასთან დაკავშირებითაც ლონდონური კლუბის მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა თავდამსხმელების შეძენას აპირებს.

აღსანიშნავია, რომ ლაუტაროს მოქმედი კონტრაქტი ინტერთან 2026 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან სხვადასხვა ტურნირზე 45 მატჩში 21 გოლი გაიტანა.

ბოლოს დამატებული პოსტები