არსენალი დიმარკოთია დაინტერესებული

 არსენალი დიმარკოთია დაინტერესებული
სმარტუნიონი

არსენალი დიმარკოთია დაინტერესებული.

არსენალი ინტერესდება ინტერის მცველით, ფედერიკო დიმარკოთი.

კარიერის განმავლობაში დიმარკომ მოახერხა სხვადასხვა იჯარით თამაში, მაგრამ გასულ სეზონში მცველი მილანური კლუბის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდა.

TuttoMercatoWeb-ის ცნობით, არსენალის მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა ეძებს ფეხბურთელს, რომელსაც შეუძლია ითამაშოს დაცვაში სხვადასხვა პოზიციებზე, ხოლო დიმარკო არის მეთოფეების ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე. პოტენციური ტრანსფერის თანხა 20-25 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა სერია A-ში 32 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბოლოს დამატებული პოსტები