არნაუტოვიჩი კალიარის წინააღმდეგ ძირითადიდან დაიწყებს

 არნაუტოვიჩი კალიარის წინააღმდეგ ძირითადიდან დაიწყებს
Digiqole Ad

არნაუტოვიჩი კალიარის წინააღმდეგ ძირითადიდან დაიწყებს.

მილანის “ინტერის” თავდამსხმელი მარკო არნაუტოვიჩი სერია A-ს მომდევნო მატჩში “კალიარის” წინააღმდეგ მატჩს ძირითადიდან დაიწყებს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport იტყობინება.

აღსანიშნავია, რომ გუნდის კიდევ ერთი ახალწვეული მარკუს ტურამი სათადარიგოთა სკამზე დარჩება. ფაქტია, რომ არნაუტოვიჩის ფორმა უფრო შთამბეჭდავია ინტერის მთავარი მწვრთნელისთვის, სიმონე ინძაგისთვის.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ახალი გათამაშების პირველ ტურში არნაუტოვიჩმა სადებიუტო საგოლე გადაცემა შეასრულა მონცას წინააღმდეგ.

მარკო ინტერში 13 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.