ანდრე ონანამ კონტრაქტი გააფორმა ინტერთან


ანდრე ონანამ კონტრაქტი გააფორმა ინტერთან.
აიაქსის მეკარემ ანდრე ონანამ კონტრაქტი იტალიურ ინტერთან გააფორმა.
ამის შესახებ ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ თავის ტელეგრამაში განაცხადა.
წყაროს ცნობით, 26 წლის ონანა ნერაძურებს უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ტრანსფერი ოფიციალურად მალე გახდება ცნობილი.
გასულ სეზონში ანდრე ონანამ “აიაქსის” შემადგენლობაში 9 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაუშვა. კამერუნის ნაკრებში მას 27 მატჩი აქვს ჩატარებული.
აიაქსის შემადგენლობაში ონანა სამჯერ გახდა ნიდერლანდების ჩემპიონი, ორჯერ მოიგო თასი და ერთხელ ქვეყნის სუპერთასი. აღსანიშნავია, რომ “ინტერის” მთავარი მეკარე 37 წლის სამირ ჰანდანოვიჩი ამ ზაფხულს გუნდთან კონტრაქტს 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის თებერვალში უეფამ მეკარის 12-თვიანი დისკვალიფიკაცია გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ მეკარემ დადებითი დოპინგის ტესტი 2020 წლის 30 ოქტომბერს ჩააბარა.