ანა წერეთელი: “საქართველოში ინტერის ლეგენდა ჩამოდის”

 ანა წერეთელი: “საქართველოში ინტერის ლეგენდა ჩამოდის”
სმარტუნიონი

ანა წერეთელი: “საქართველოში ინტერის ლეგენდა ჩამოდის”

ხავიერ ძანეტი საქართველოში გვესტუმრება და თბილისში სამ დღეს დაჰყოფს, – “ინტერის” ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ინფორმაცია იტალიური კლუბმა გაავრცელა.

უფრო ვრცლად ამ ვიზიტზე “ინტერი აკადემია საქართველოს” დირექტორმა ანა წერეთელმა ისაუბრა, რომელიც ხავიერ ძანეტის ვიზიტის ინიციატორია…

– ხავიერ ძანეტის ჩამოსვლის ამბავი ახლახან გავრცელდა. საინტერესოა, რა არის მისი ვიზიტის მიზანი?

ჩვენი აკადემიის დაარსების მთავარი მიზანი იტალიურ გრანდთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარებაა. ხავიერ ძანეტის ჩამოსვლაც ამ მიზანს ემსახურება.

ანა წერეთელი

– ეს როდის მოხდება?

აპრილის მეორე ნახევარში. ჩამოდის “ინტერი აკადემია საქართველოს” მოწვევით. მიზანი გაცნობითი ხასიათისაა -ბავშვებს შეხვდება, ჩაატარებს ღონისძიებებს, სადაც ჩვენი აკადემიის ყველა ბავშვი მიიღებს მონაწილეობას.

ანა წერეთელი

– კიდევ ვისთან ექნება შეხვედრები?

შეხვედრები მჭიდრო გრაფიკით დაიგეგმა – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვეტერან ქართველ ფეხბურთელებთან, იტალიის ელჩთან, “ინტერის” ფანკლუბთან… ეს შეხვედრები “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში” არსებულ საფეხბურთო აკადემიაში გაიმართება.

ანა წერეთელი

– მხოლოდ “ინტერის” ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის თუ კლუბის სხვა მაღალჩინოსნებიც?

ძანეტისთან ერთად გვესტუმრებიან “ინტერის” კომერციული დირექტორი ანდრეა ბონარივა, ტექნიკური დირექტორი მარკო მონტი, რომელიც იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტანია, ასევე, მილანური კლუბის მარკეტინგისა და პიარ-სამსახურების ხელმძღვანელები. “ინტერის” სხვა წარმომადგენლები კი ამის შემდეგ რამდენიმე დღე კიდევ დარჩებიან.

ანა წერეთელი

ბოლოს დამატებული პოსტები