ალესანდრო ბასტონი: “მიზანს მივაღწიეთ”
ალესანდრო ბასტონი: “მიზანს მივაღწიეთ”
მილანის ინტერმა ბარსელონას აჯობა – იტალიურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის საშინაო მატჩში პლზენი დაამარცხა. ეს ნიშნავს, რომ ბარსელონამ ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების თეორიული შანსიც კი დაკარგა და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა ვადაზე ადრე, ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაიფორმა.
თამაშზე კომენტარი გააკეთა ინტერის მცველმა ალესანდრო ბასტონმა, რომელიც კმაყოფილია ინტერის მიერ დემონსტრირებული ძალით.
აშკარად რთული კვირა გვქონდა, მაგრამ მიზანს მივაღწიეთ. მოედაზე სწორი მენტალიტეტით გავედით და გამარჯვებაც მოვიპოვეთ. ადრინდელი შეცდომები გავაანალიზეთ და სწორად ვიმოქმედეთ.
ალესანდრო ბასტონი