ალექსის სანჩსმა ინტერი დატოვა
ალექსის სანჩსმა ინტერი დატოვა.
ალექსის სანჩესი “ინტერის” ფეხბურთელი აღარ არის. მილანური კლუბი და ჩილელი თავდამსხმელი კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ნერაძურებმა მადლობა გადაუხადეს სანჩესს გამოსვლებისთვის და წარმატებები უსურვეს მომავალ კარიერაში.
ალექსის სანჩესი ინტერში 2020 წლის შემოდგომიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში ჩილეელმა თავდამსხმელმა 108 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რომელშიც 20 გოლი და 23 საგოლე გადაცემა გაუკეთა პარტნიორებს.
სავარაუდოდ, ალექსის სანჩესის შემდეგი კლუბი ფრანგული “მარსელი” იქნება.
ვამატებთ, რომ პორტალ transfermarkt-ის ექსპერტები 33 წლის ალექსის სანჩესს 3,5 მილიონ ევროდ აფასებენ.