ალექსის სანჩესით ორი ევროპული კლუბი არის დაინტერესებული

 ალექსის სანჩესით ორი ევროპული კლუბი არის დაინტერესებული
სმარტუნიონი

ალექსის სანჩესით ორი ევროპული კლუბი არის დაინტერესებული.

მილანის ინტერის თავდამსხმელი ალექსის სანჩესი ორი ევროპული კლუბის სამიზნე გახდა.

მოგეხსენებათ, ინტერი ხარჯების შესამცირებლად რამდენიმე ფეხბურთელის მოშორებას გეგმავს და სანჩესის მაღალი ხელფასი მას ამ ზაფხულს გაყიდვის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად აქცევს. ჟურნალისტ ეკრემ კონურის ინფორმაციით, თურქული გალათასარაი და ესპანური სევილია 33 წლის ჩილელის გაფორმებას აპირებენ.

ალექსის სანჩესს “ინტერთან” კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება. გასულ სეზონში ბარსელონას, არსენალისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა თავდამსხმელმა ნერაძურის შემადგენლობაში 39 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, გაიტანა 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ბოლოს დამატებული პოსტები