ადრიანო 42 წლის ასაკში გამოსამშვიდობებელ მატჩს გამართავს
ადრიანო 42 წლის ასაკში გამოსამშვიდობებელ მატჩს გამართავს.
ინტერის ყოფილი თავდამსხმელი ადრიანო საფეხბურთო მოედანზე გამოვა.
ბრაზილიელს დიდი ხანია პროფესიონალურად არ უთამაშია, თუმცა გამოსამშვიდობებელ მატჩს დეკემბერში ჩაატარებს.
როგორც პორტალი Goal თავის გვერდებზე იუწყება, 42 წლის ადრიანო ლეგენდების ფლამენგოსა და ინტერის გუნდებში ითამაშებს.
მატჩი 15 დეკემბერს, ცნობილ მარაკანას სტადიონზეა დაგეგმილი. ვარაუდობენ, რომ ადრიანო თითოეულ გუნდში თითო ტაიმს ითამაშებს.
ინტერის შემადგენლობაში ადრიანომ 177 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რომელშიც 74 გოლი გაიტანა და 28 საგოლე გადაცემა გააკეთა.