36 წლის თავდამსხმელმა შესაძლოა დიბალა ჩაანაცვლოს


36 წლის თავდამსხმელმა შესაძლოა დიბალა ჩაანაცვლოს.
გამოცდილმა ბოსნიელმა თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ შესაძლოა საკლუბო რეგისტრაცია შეცვალოს ამ ზაფხულს. მილანის ინტერის თავდამსხმელის მომსახურებით ტურინის იუვენტუსი დაინტერესებულია, იუწყება Sportmediaset.
შესაძლოა, „ბებერმა ქალბატონმა“ 36 წლის ფეხბურთელი მოიწვიოს არგენტინელი პაულო დიბალას შემცვლელად, რომელმაც კლუბი შრომითი კონტრაქტის დასრულების შემდეგ დატოვა.
იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში ბოსნიელმა 36 ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 13 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.