2025 წლის ზაფხულში იან ზომერს ბრაზილიელი კიპერი შეცვლის

 2025 წლის ზაფხულში იან ზომერს ბრაზილიელი კიპერი შეცვლის
სმარტუნიონი

2025 წლის ზაფხულში იან ზომერს ბრაზილიელი კიპერი შეცვლის.

მილანის ინტერმა გუნდის მთავარი მეკარის პოსტზე კანდიდატების შერჩევა დაიწყო. 2025 წელს, როდესაც იან ზომერს კონტრაქტი ამოეწურება La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მას ბრაზილიელი მეკარე ბენტო ჩაანაცვლებს, რომლისთვისაც ატლეტიკო პარანაენსე 20 მილიონ ევროს ითხოვს.

ინტერ ბრაზილიელი კიპერის შეძენა მიმდინარე წლის ზაფხულში სურს. ნერაძური მასე მეორე მეკარედ მოიყვანს მომავალი სეზონისთვის ხოლო, 2025 წელს როდესაც შვეიცარიელი გუნდის დატოვებს, ბენტო მთავარი მეკარის როლს დაიკავებს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 24 წლის ბენტო ლონდონის ჩელსითაც არის დაინტერესებული, მაგრამ მეკარისთვის რბოლაში ფავორიტად მაინც მილანის ინტერი ითვლება.

ბოლოს დამატებული პოსტები