2006 წლის შემდეგ პირველად სერია A-ს სამი კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებს

 2006 წლის შემდეგ პირველად სერია A-ს სამი კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებს
Digiqole Ad

2006 წლის შემდეგ პირველად სერია A-ს სამი კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებს.

ნაპოლი გახდა მესამე იტალიური კლუბი, რომელიც ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი

მანამდე მილანი და ინტერი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ. ამგვარად, Opta-ს ცნობით, 2006 წლის შემდეგ პირველად, ტურნირის ამ ეტაპზე სერია A-დან სამი კლუბი ითამაშებს, მაშინ ეს იყო ასევე ინტერი და მილანი, მესამე კი იუვენტუსი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის წილისყრა 17 მარტს 13:00 საათზე გაიმართება. პირველი მატჩები – 11-12 აპრილს, განმეორებითი – 18-19 აპრილს.