სიმონე ინძაგი: “ჩვენ წავაგეთ ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან”
სიმონე ინძაგი: “ჩვენ წავაგეთ ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან”
მილანის ინტერმა ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვა ბაიერნთან მარცხით დაიწყო, სიმონე ინძაგის ბიჭებმა გერმენელებისგან ორი გოლი გაუშვეს. ინტერის მენტორს შედეგი არ უკვირს – მისი თქმით, ინტერს ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბთან მოუწია თამაში.
პირველ ოც წუთში მეტოქემ დაგვამარცხა, ეს ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. ბევრი ბრძოლა იყო. ჩვენც გვქონდა საგოლე მომენტები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პირველი გოლი გავუშვით, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე იყო პრობლემები ბოლო პასთან დაკავშირებით.
სიმონე ინძაგი
