ინტერი ჩელსის მცველით დაინტერესდა
ინტერი ჩელსის მცველით დაინტერესდა.
მილანის ინტერი შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ჩელსის მცველმა ტრევო ჩალობამ გააძლიეროს. ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს თქმით, ინგლისელი “ნერაძურისთვის” ერთ-ერთი ვარიანტია ცენტრალურ დაცვაში.
ჩალობა ჩელსის იჯარით ამ ზაფხულს დატოვებს. ფეხბურთელს მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, რის გარანტიას არ იძლევა მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი, რომელმაც ინგლისელი ბაზაზე გასულ სეზონში შეიყვანა.
დორტმუნდის ბორუსიას მანუელ აკანჯი და რომის ლაციოს ფრანჩესკო აჩერბი ინტერის ალტერნატიული ვარიანტებია ცენტრალური მცველის პოზიციაზე.
