ატალანტა ინტერის თავდამსხმელის შეძენასთან ახლოსაა
ატალანტა ინტერის თავდამსხმელის შეძენასთან ახლოსაა.
ატალანტა მილანის ინტერის თავდამსხმელის ანდრეა პინამონტის შეძენასთან ახლოსაა. ჟურნალისტ ნიკოლო სკირას თქმით, გარიგება დასკვნით ეტაპზეა.
ინტერი ამჟამად მუშაობს გარიგებაში პირველი გამოსყიდვის ვარიანტის ჩართვაზე, რომელიც ტრანსფერის დღიდან ორი წლის განმავლობაში უნდა არსებობდეს.
პინამონტიმ თავად აირჩია ატალანტა, რადგან მას ძალიან სურდა მთავარ მწვრთნელთან ჯან პიერო გასპერინისთან მუშაობა. მანამდე ანდრეამ უარყო მონცაში გადასვლა, რომელიც სადებიუტო სეზონს იტალიის სერია A-ში ითამაშებს.
