ლუკაკუ ამბობს, რომ 2021 წლის ინტერიდან ჩელსიში გადასვლა შეცდომა იყო
ლუკაკუ ამბობს, რომ 2021 წლის ინტერიდან ჩელსიში გადასვლა შეცდომა იყო.
ჩემი კარიერის ყველაზე დიდი გამოცდა ეს სეზონი იქნება. წავედი ინტერიდან და ეს შეცდომა იყო, არა ნიკო? (იცინის)
რომელუ ლუკაკუ
ინტერვიუს დროს მის გვერდით ნიკოლო ბარელა იჯდა.
ახლა ბედნიერი ვარ ამ მაისურით თამაშით. ამ სეზონში დიდი გამოწვევა მაქვს და ამისთვის მზად ვარ. გასულ სეზონში, როდესაც ინგლისში ვთამაშობდი, მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ინტერი.
რომელუ ლუკაკუ
მილანი საოცარი ქალაქია, რის გამოც მე ისევ აქ მაქვს საცხოვრებელი.
რომელუ ლუკაკუ
მილანელებმა 29 წლის ბელგიელი თავდამსხმელი ჩელსიდან 2022/23 წლების სეზონისთვის იჯარით აიყვანეს.
ლუკაკუ ინტერში 2019-2021 წლებში თამაშობდა. გასულ ზაფხულს ის ჩელსიში 115 მილიონ ევროდ გაიყიდა.
