ტორინოს მცველი ბრემერი ინტერში გადასვლასთან ახლოსაა
ტორინოს მცველი ბრემერი ინტერში გადასვლასთან ახლოსაა.
ტორინოს მცველ გლეისონ ბრემერს მილანის ინტერში გადასვლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. ჟურნალისტ ნიკოლო შირას თქმით, კლუბებმა ახალი შეკრება მოაწყვეს, სადაც ბრაზილიელის გადასვლის საბოლოო დეტალების დაზუსტეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავად ბრემერმა ინტერთან 2027 წლამდე კონტრაქტი უკვე გააფორმა, რომლის მიხედვითაც წელიწადში სამ მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ფეხბურთელით ადრე სხვა იტალიური კლუბები, მილანი და იუვენტუსიც იყვნენ დაინტერესებული.
შეგახსენებთ, რომ ბრემერი 2021/22 წლების სეზონში სერია A-ს საუკეთესო მცველად დასახელდა. გასულ სეზონში ბრაზილიელმა ჩემპიონატში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
მისი კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდეა ძალაში. პორტალი Transfermarkt ფეხბურთელს 30 მილიონ ევროდ აფასებს.
