ლაუტარო მარტინესი: “მე ვამაყობ, რომ ინტერის მაისურს ვატარებ”

 ლაუტარო მარტინესი: “მე ვამაყობ, რომ ინტერის მაისურს ვატარებ”
სმარტუნიონი

ლაუტარო მარტინესი: “მე ვამაყობ, რომ ინტერის მაისურს ვატარებ”

მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა განაცხადა, რომ ამაყობს “ნერაძურში” თამაშით. ასევე, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ გუნდმა სერია A-ში ტიტულის დაცვა ვერ შეძლო.

ბოდიში, ძალიან ვწუხვართ, რომ ტიტული ვერ მოვიგეთ. ჩვენ დავასრულეთ სეზონი ორი ტიტულით, რომლებიც დიდი ხანია არ მოგვიგია. ვამაყობ, რომ ვატარებ და ვიცავ ინტერის მაისურს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ფეხბურთელს, შტაბსა და სამწვრთნელო ჯგუფს, რომ ეს სეზონი მათთან ერთად გავატარე.

ლაუტარო მარტინესი

შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს მარტინესმა შესაძლოა ინტერი დატოვოს, რადგან კლუბს მისი გაყიდვით ფინანსური პრობლემების მოგვარება შეუძლია.

ბოლოს დამატებული პოსტები