ინტერმა დე ვრი 18 მილიონ ევროდ შეაფასა
ინტერმა მცველი სტეფან დე ვრი 18 მილიონ ევროდ შეაფასა. ფეხბურთელით დაინტერესებულნი არიან ტოტენჰემი, ასტონ ვილა და ნიუკასლი.
გასულ წელს ფეხბურთელის ფასი დაახლოებით 45 მილიონი ევრო იყო. “ინტერმა” რამდენჯერმე გამოიჩინა ინტერესი ტორინოს მცველის გლეისონ ბრემერის მიმართ, ამიტომ, სავარაუდოდ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში დე ვრი დატოვებს კლუბს. ფეხბურთელს კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. ამის შემდეგ მას შეუძლია უფასოდ წავიდეს როგორც თავისუფალი აგენტი.
ამ სეზონში დე ვრიიმ სერია A-ში 27 მატჩი ჩაატარა, გოლის გარეშე.
