ინტერმა რობინ გოსენსი გამოისყიდა
ახლა უკვე ოფიციალურად რობინ გოსენსი ინტერის მოთამაშეა.
ბერგამოს ატალანტამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ინტერმა რობინ გოსენსი საბოლოოდ გამოისყიდა.
გერმანდელი ნერაძურის რიგებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იჯარის წესით შეუერთდა და სეზონის ბოლოს ინტერს მისი გამოსყიდვის ვალდებულება ჰქონდა, თუმცა გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ, გამოსყიდვის პუნქტი ავტომატურად გააქტიურდა.
ინტერს ბერგამოელებისთვის 15 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რასაც გარკვეული ბონუსებიც დაემატება. საბოლოოდ კი ნერაძურის გერმანელის ტრანსფერი დაახლოებით 20-25 მილიონი ევრო დაუჯდება.
