ინტერი მარკუს ტურამის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს

 ინტერი მარკუს ტურამის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს
სმარტუნიონი

ინტერი მარკუს ტურამის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს.

მილანის ინტერმა კლუბის ფრანგი თავდამსხმელის მარკუს ტურამის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. 16 აპრილს ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში ბაიერნთან (2:2) მთელი 90 წუთი ითამაშა.

“მარკუს ტურამს სამედიცინო შემოწმება დღეს დილით ჩაუტარდა. ტესტებმა გამოავლინა მარცხენა ბარძაყის შემაერთებელი კუნთების ფუნქციური გადაძაბვა. მის მდგომარეობას დღითი დღე შეაფასებენ”.

ტურამმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 44 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. ფეხბურთელის ამჟამინდელი შრომითი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა. Transfermarkt-ის პორტალზე მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 75 მილიონი ევროა.

ბოლოს დამატებული პოსტები