ანჩელოტიმ “ბენფიკა-ინტერი”-ის წყვილში ფავორიტი დაასახელა

 ანჩელოტიმ “ბენფიკა-ინტერი”-ის წყვილში ფავორიტი დაასახელა
სმარტუნიონი

ანჩელოტიმ “ბენფიკა-ინტერი”-ის წყვილში ფავორიტი დაასახელა.

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მილანის “ინტერისა” და ლისაბონის “ბენფიკას” მოახლოებული დაპირისპირების შესახებ აზრი გააზიარა.

ქაღალდზე ბენფიკას მეტი შანსი აქვს. ლისაბონელები ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან კარგად თამაშობენ. რაც შეეხება ინტერს, “ნერაძურს” სერია A-ში წარუმატებლობის კომპენსირება ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული გამოსვლით შეუძლია.

კარლო ანჩელოტი

პირველი მატჩი ბენფიკასა და ინტერს შორის ხვალ, 11 აპრილს, ლისაბონში გაიმართება. მეტოქეები განმეორებით თამაშს მილანში მომავალ კვირას, კერძოდ 19 აპრილს გამართავენ.

ბოლოს დამატებული პოსტები