ინტერი დაუკავშირდა პოჩეტინოს

 ინტერი დაუკავშირდა პოჩეტინოს
სმარტუნიონი

ინტერი დაუკავშირდა პოჩეტინოს.

მილანის ინტერი დაუკავშირდა უმუშევარ მაურისიო პოჩეტინოს, რათა განეხილათ მთავარი მწვრთნელის პოსტზე პოტენციური დანიშვნა. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ინტერის ამჟამინდელი მწვრთნელი სიმონე ინძაგი სეზონის ბოლომდე სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ დგას, რადგან გუნდს ახლა 4 მატჩი აქვს გამარჯვების გარეშე ყველა ტურნირზე.

პოჩეტინო პსჟ-დან გათავისუფლების შემდეგ გასულ ზაფხულიდან უმუშევარია. მწვრთნელს ადრე უკავშირებდნენ სხვა გუნდებს ლონდონის ჩელსისა და მადრიდის რეალის სახით, რომლებისთვისაც არგენტინელი სავარაუდოდ პრიორიტეტული კანდიდატია.

“ინტერი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.

ბოლოს დამატებული პოსტები