დამბროსიო: “ჩვენ ყველანი ვოცნებობთ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე”
დამბროსიო: “ჩვენ ყველანი ვოცნებობთ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე”
მილანის “ინტერის” მცველი დანილო დამბროსიო თვლის, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია. სატურნირო ბადე უპირატესობას ანიჭებს ინტერს, კლუბი აუცილებლად ასცდება ისეთ კონკურენტებს, როგორიცაა მადრიდის რეალი, მანჩესტერ სიტი ან ბაიერნი ფინალამდე.
ფინალში გასვლა შეგვიძლია, ამაზე ყველა ვოცნებობთ. მაგრამ იმისათვის, რომ ოცნება ახდეს, ბევრი უნდა ვიშრომოთ. მეოთხედფინალში ყველა გუნდი ძლიერია. მაგრამ, მართალია, არიან გუნდები, რომლებიც ჩვენზე ობიექტურად უფრო ძლიერები არიან. ჩვენ ბრძოლას და უფრო წინ წასვლას ვგეგმავთ.
დანილო დამბროსიო
შეგახსენებთ, რომ პირველი მეოთხედფინალური მატჩი ინტერსა და ბენფიკას შორის 11 აპრილს გაიმართება.
