ჩალჰანოღლუ დათანხმდა ინტერს
ჩალჰანოღლუ დათანხმდა ინტერს.
თურქი ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ თამაშს მილანის ინტერში გააგრძელებს, ამის შესახებ პორტალ Todofichajes-ის გვერდებზე იტყობინება.
წყაროს ცნობით, მხარეებმა წარმატებული მოლაპარაკებები გამართეს და ახალ გრძელვადიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ. შრომითი ხელშეკრულება 2027 წლის შუა რიცხვებამდე იქნება გათვლილი. ნერაძურსა და ნახევარმცველს შორის მოქმედი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს იწურება.
29 წლის ნახევარმცველმა იტალიაში მიმდინარე სეზონში 26 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
