ინძაგი: “ძალიან სამწუხარო საღამო”
ინძაგი: “ძალიან სამწუხარო საღამო”
“ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ “სპეციასთან” მატჩში მარცხის შემდეგ (1:2) თავისი აზრები გააზიარა.
მილანის გუნდს დარტყმების რაოდენობაში მნიშვნელოვანი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ბევრი საგოლე მომენტი გააფუჭა, მათ შორის თერთმეტმეტრიანი, რომელიც ლაუტარო მარტინესმა ვერ გამოიყენა.
ძალიან სამწუხარო საღამოა, იმედგაცრუებულები ვართ. მოედანზე მთელი ძალა დავტოვეთ, მაგრამ მეტოქის კართან ზედმეტად ბევი მომენტი ვერ გამოვიყენეთ – შესვენებამდე უნდა გაგვეტანა. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ამ დამარცხებაზე. გუნდის თამაში ღირსეულად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ შედეგი, რა თქმა უნდა, ცუდია.
სიმონე ინძაგი
