გოსენსი: “ინტერი მზადაა”
გოსენსი: “ინტერი მზადაა”
იტალიის ჩემპიონატის ოცდამეხუთე ტურის მატჩში მილანის “ინტერმა” საკუთარ მოედანზე დამაჯერებლად მოუგო ლეჩეს და ორი უპასუხო გოლი გაიტანა. მილანური კლუბის ნახევარმცველი რობინ გოსენსი გამარჯვებით კმაყოფილია.
ინტერი” მზადაა, “ინტერს” გული არ დაუკარგავს, ეს მატჩის პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ დავიმსახურეთ გამარჯვება. სასიამოვნოა საზოგადოების ტაშის მოსმენა, სერია A-ში პირველად ვითამაშე სასტარტო შემადგენლობაში. ბოლონიის შემდეგ შევთანხმდით, რომ ნაკლები ვისაუბროთ და მეტი ვიმუშაოთ, ეს არის ერთადერთი გზა გამარჯვებისთვის.
რობინ გოსენსი
