ინტერი ინძაგის შემცვლელს აქტიურად ეძებს

 ინტერი ინძაგის შემცვლელს აქტიურად ეძებს
სმარტუნიონი

ინტერი ინძაგის შემცვლელს აქტიურად ეძებს.

მილანის “ინტერი” მთავარი მწვრთნელის, სიმონე ინძაგის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატს განიხილავს. La Stampa-ს ცნობით, ერთ-ერთი ვარიანტია ბრაიტონის მენეჯერი რობერტო დე ზერბია, რომელმაც ეს თანამდებობა მხოლოდ სექტემბერში დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ინტერი ამჟამად სერია A-ში მეორე ხაზს იკავებს, მაგრამ ლიდერ ნაპოლისთან სხვაობა 18 ქულაა, რაც ხელმძღვანელობას საერთოდ არ მოსწონთ. წყარო ასევე ამბობს, რომ ალტერნატიული კანდიდატები არიან ინტერის ყოფილი ფეხბურთელი ტიაგო მოტა, რომელიც ახლა ბოლონიას ხელმძღვანელობს, ისევე როგორც იურგენ კლოპი, რომელსაც ლივერპულის დატოვება უკავშირებდნენ.

სიმონე ინძაგი მეორე სეზონს ატარებს ინტერის სათავეში.

ბოლოს დამატებული პოსტები