Transfermarkt-მა სერია A-ს ფეხბურთელების ფასები განაახლა

 Transfermarkt-მა სერია A-ს ფეხბურთელების ფასები განაახლა
სმარტუნიონი

Transfermarkt-მა სერია A-ს ფეხბურთელების ფასები განაახლა.

ოთხშაბათს ავტორიტეტული პორტალ Transfermarkt-ის ექსპერტებმა განაახლეს სერია A-ს ფეხბურთელების ფასები. გადაფასების შედეგების მიხედვით, შეგიძლიათ იხილოთ იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სია.

პირველ ადგილზე ინტერის ფორვარდი ლაუტარო მარტინესია, რომელიც 100 მილიონ ევროდ არის შეფასებული. მეორე ადგილი ნაპოლიდან ხვიჩა კვარაცხელიას ერგო (85 მილიონი ევრო), ხოლო საუკეთესო სამეული დაასრულა ნიკოლო ბარელამ ინტერიდან (80). ათეულში არიან რაფაელ ლეო (75), მარკუს ტურამი (75), ალესანდრო ბასტონი (75), დუშან ვლაჰოვიჩი (60), გლეისონ ბრემერი (60), ფედერიკო დიმარკო (60) და ლოუკმანი (55).

ბოლოს დამატებული პოსტები