ინტერს მილენკოვიჩის შეძენა სურს
ინტერს მილენკოვიჩის შეძენა სურს.
“ფიორენტინას” მცველმა ნიკოლა მილენკოვიჩი შესაძლოა “ინტერში” გადავიდეს.
ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მილანური კლუბი 24 წლის სერბის შეძენით დაინტერესებულია, მიუხედავად გლეისონ ბრემერის მოლაპარაკებისა. “ინტერს” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ორი მცველის შეძენა სურს.
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოს თქმით, ნერაძურები განიხილავენ მილან შკრინიარის სერბ შემცვლელს, რომელზეც პსჟ და ლონდონის ჩელსი ნადირობენ.
მილენკოვიჩს ფიორენტინასთან კონტრაქტიდან მხოლოდ ერთი წელი აქვს დარჩენილი. ინტერში დარწმუნებულია, რომ შეღავათიან ფასად იისფერებთან მოლაპარაკებას შეძლებენ ფეხბურთელის ტრანსფერზე. პორტალი Transfermarkt ფეხბურთელს 20 მილიონ ევროდ აფასებს.
მილენკოვიჩმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.