ინტერი – რომა | სერია A 22-23 | N8

 ინტერი – რომა | სერია A 22-23 | N8
Digiqole Ad

ინტერი – რომა | სერია A 22-23 | N8

შაბათ სერია A-ს მერვე ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს ინტერი და რომა დაუპირისპირდებიან.

სიმონე ინძაგი კრიტიკის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ინტერმა სეზონი საუკეთესოდ ვერ დაიწყო. იტალიის ჩემპიონატის შვიდ ტურში ინტერმა ოთხჯერ მოიგო და სამჯერ დამარცხდა. შედეგად, ინძაგის გუნდი ახლა მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა.

სტატისტიკა

– 2017 წლის თებერვლის შემდეგ ინტერს არ წაუგია რომასთან სერია A-ში (4 მოგება, 6 ფრე).

– იტალიის ჩემპიონატის ბოლო 3 მატჩში რომასთან, ინტერმა მოიგო – 3:1, 3:0, 3:0.

– ინტერმა სერია A-ს ბოლო 7 საშინაო მატჩი მოიგო და მათში 19 გოლი გაიტანა – 2:0, 3:1, 4:2, 3:0, 3:0, 3:1, 1:0.