ინძაგიმ წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოს მიღების შემდეგ ინტერში საკუთარ მომავალზე ისაუბრა

 ინძაგიმ წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოს მიღების შემდეგ ინტერში საკუთარ მომავალზე ისაუბრა
სმარტუნიონი

ინძაგიმ წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოს მიღების შემდეგ ინტერში საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

სერია ა-ს 2024 წლის საუკეთესო მწვრთნელად მილანის ინტერის მეთაური სიმონე ინძაგი აღიარეს. 48 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით კლუბმა სკუდეტო მოიგო და ამიტომ ინძაგის გამარჯვება “წლის მწვრთნელის” კატეგორიაში მოულოდნელი არ ყოფილა არავისთვის. ჯილდო მწვრთნელს ორშაბათს საღამოს გადაეცა.

მინდა გამარჯვება ჩემს ფეხბურთელებს გავუზიარო – მათ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. ასევე მადლობას ვუხდი კლუბს, რომელმაც მოგვაწოდა ყველაფერი, რაც გვჭირდებოდა და გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის გვიჭერენ მხარს. იმედი მაქვს, რომ აქ დიდხანს დავრჩები.

სიმონე ინძაგი

ბოლოს დამატებული პოსტები