ინძაგი: “ჩვენ ჩემპიონთა ლიგას თავაწეულები ვტოვებთ“

 ინძაგი: “ჩვენ ჩემპიონთა ლიგას თავაწეულები ვტოვებთ“
სმარტუნიონი

ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რადგან მომდევნო ეტაპზე გასვლა გვსურდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩვენი მეტოქე იყო ლივერპული, რომელიც მანჩესტერ სიტისა და ბაიერნის გვერდით დგას და მსოფლიოში საუკეთესო გუნდია.

ინტერი ლივერპულს დღეს ტოლ-სწორად ეთამაშა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ტურნირს თავაწეულები ვტოვებთ. „ჩვენ დავისაჯეთ პირველ ტურში მატჩის ბოლო 15 წუთს გამო, როდესაც გუნდი გაითიშა და 2 ისეთი გოლი გაუშვა, რომლების თავიდან არიდებაც თავისუფლად შეიძლებოდა. თუ ამ პერიოდს არ ჩავთვლით, ინტერმა 2 კარგი მატჩი ჩაატარა.

სანჩესი ? მე მის დაყენებას არ ვნანობ, რადგან ალექსისმა ძალიან ბევრი იმუშავა. წითელი ბარათი ძალიან სამწუხაროა, რადგან ლაუტაროს გოლმა ლივერპული დააბნია და გვქონდა შანსი, რომ მეორეც გაგვეტანა, მაგრამ ასეთი რამ ნებისმიერ ფეხბურთელს შეიძლება მოუვიდეს.

სიმონე ინძაგი

ბოლოს დამატებული პოსტები