ბარელას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
მილანის ინტერის ნახევარმცველის ნიკოლო ბარელას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ფეხბურთელი მზადაა ხვალ ვარჯიშის დასაწყებად.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბარელა უდინეზესთან გასვლით მატჩში დაშავდა. ამის გამო იტალიელმა მატჩი ბოლომდე ვერ ითამაშა და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა.
ბარელა მზად უნდა იყოს მილანის ინტერის შემდეგი მატჩისთვის იტალიის ჩემპიონატში ემპოლისთან. „ნერაძური“ ლიდერ „მილანს“ ახლა ორი ქულით ჩამორჩება სატურნირო ცხრილში. ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტური რჩება.
