ტარემი ინტერს 2024 წლის ზაფხულში შეუერთდება. პორტუს” თავდამსხმელი მეჰდი ტარემი “ინტერში” 2024 წლის ზაფხულში გადავა, იტყობინება ინსაიდერი ფაბრიციო რომანო. “ნერაძურებმა” მიაღწიეს შეთანხმებას ირანელთან კონტრაქტის გაფორმებაზე 2026 წლის ზაფხულამდე, ერთი სეზონით გახანგრძლივების ოპციით. 31 წლის ფორვარდი ინტერში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. მას პორტუსთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება. მიმდინარე სეზონში ტარემმა პორტუგალიურ კლუბში 24 მატჩი ჩაატარა, [&