მადრიდის რეალი ინტერის თავდამსხმელით ინტერესდება. მადრიდის “რეალმა” შეარჩია თავდამსხმელი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს 35 წლის ფრანგი კარიმ ბენზემა. ინსაიდერის ეკრემ კონურის ინფორმაციით, „სამეფო კლუბის“ მიზანი არგენტინის ნაკრებისა და მილანის ინტერის თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესია. ბლანკოსებმა ნერაძურის წარმომადგენლებს მიმართეს 25 წლის ფეხბურთელის პოტენციური ტრანსფერის განსახილველად.&