ლოთარ მათეუსი
ლოთარ მატაუსი, რომელიც ინტერში თამაშობდა 1988-1992 წლებში, კლუბში გატარებული ოთხი სეზონის განმავლობაში მეათე ნომერმა 153 მატჩში 53 გოლი გაიტანა, რაშიც გამოიხატა მისი სიძლიერე, ტექნიკა და ლიდერობის თვისებები.
სერია A-ში მისი პირველი სეზონის განმავლობაში, მან გუნდი სარეკორდო მე-13 ტიტულს მოპოვებაში დაეხმარა. გერმანელის გუნდში მოსვლამ და გოლებმა ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1989 წლის იტალიის სუპერთასის და 1991 წლის უეფას თასის მოგებაში.
“გუნდში ყოფნა ჩემთვის დიდი სიამოვნება და ნამდვილი პრივილეგია იყო. როცა თასი ავიღეთ, ყველა აღფრთოვანებული ვიყავით. ბედნიერები ვიყავით საკუთარი თავისთვის და გულშემატკივრებისთვის. ჩვენ ძლიერი გუნდი ვიყავით, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ბიჭების ფანტასტიკური ჯგუფი.”
ლოთარ მატეუსი
ოქროს ბურთი, რომელიც მან მოიპოვა 1990 წელს, იყო გამოფენილი სან სიროზე, სანამ ინტერი დაიწყებდა იუვენტუსთან მატჩში, რომელიც ჩვენებურებმა მოიგეს 2-0.