Cancel Preloader

ინტერი – ვერონა | სერია A 22-23 | N18

 ინტერი – ვერონა | სერია A 22-23 | N18
Digiqole Ad

ინტერი – ვერონა | სერია A 22-23 | N18

შაბათს საღამოს, იტალიის სერია A-ს მეთვრამეტე ტურში, ინტერი ვერონას უმასპინძლებს.

“ინტერი”

იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ინტერმა ქულები დაკარგა, რომელმაც მონცასთან მატჩში მხოლოდ ფრე მიაღწია (2:2). ამის შემდეგ სიმონე ინძაგის გუნდმა თასზე პარმას მოუგო (2:1) და მეოთხედფინალში გავიდა. ახლა “ნერაძურები” სერია A-ში ჩვეულ გზაზე დაბრუნებას ეცდებიან.

“ვერონა”

ორშაბათს ვერონამ კრემონეზე 2-0 დაამარცხა. ეს მათი მხოლოდ მეორე გამარჯვება იყო იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში. “ვერონა” რჩება დაქვეითების ზონაში და მათთვის მნიშვნელოვანია ქულების დაგროვება. თუმცა ამ პრობლემის მოგვარება გუნდს ინტერთან გასვლით მატჩში გაუჭირდება.

სტატისტიკა

– ბოლოს “ინტერმა” იტალიის ჩემპიონატში ვერონასთან დამარცხდა 1992 წლის თებერვალში (მას შემდეგ 18 მოგება და 4 ფრე).

– ინტერმა მოიგო 11 სერია A-ს ბოლო 12 საშინაო მატჩიდან (ერთი წაგება).

– ვერონას სერია A-ს ბოლო 9 გასვლითი მატჩი არ მოუგია (4 ფრე, 5 წაგება).